საქართველოს ბუნება გამორჩეულია თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით, თუმცა, რიგ ადგილებში, დაბინძურება ხელს გვიშლის ამ სილამაზის აღქმაში. შესაძლოა ეს ნაგავი ჩვენი დაყრილი არ იყოს, მაგრამ ქვეყანა ჩვენია, შემოგვიერთდი, ერთად დავალაგოთ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენი პროექტები:
3, 4 - 5 ივნისს, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით ბაკურიანში დალაგების ფესტივალი მოეწყო, რომელშიც 400-მდე მოხალისე ჩაერთო, თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან, ბაკურიანიდან. ფესტივალს ასევე შეუერთდნენ უცხოელი მოხალისეებიც.
ასევე სამი დღის განმავლობაში, მოხალისეები დალაგების შემდეგ საინტერესო შეხვედრებს ესწრებოდნენ მწერალ დათო ტურაშვილთან, დოქტორ გივი კუპატაძესთან, ნიკოლოზ შურღაიასთან და მუსიკოსებთან - ჯგუფ The Jetbird-თან, ნინუცა გაბისონიასა და ბაჩი ვალიშვილთან.
ფესტივალის მესამე დღე მთლიანად დაეთმო ბავშვებს, დაბა ბაკურიანის და ანდეზიტის სკოლის 40 - მდე მოსწავლე შეხვდა keep Georgia Tidy - ის წარმომადგენელ თაკო როდონაიას. ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და რჩევები გარემოს დაცვის შესახებ და ბაკურიანიც ხალისიანად დაასუფთავეს.
ღონისძიებას მხარი დაუჭირა ცამეტმა სპონსორმა კომპანიამ და შვიდმა ორგანიზაციამ. ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო საინვესტიციო ჯგუფი Wondernet Express. ოქროს სპონსორები იყვნენ: კოხტა მიტარბი, თეგეტა მოტორსი, თეგეტა გრინ პლანეტი, პალიტრა ჰოლდინგი, პარვუს კონსალტინგი, არჩევანი, კრისტალი, ბაკურიანი ინნი და დიდველი გალერეა. სპონსორები - ფინანსური ბიურო, წყალი ბაკურიანი, თელიანი ველი და თბილღვინო. მხარდამჭერი ორგანიზაციები - ბაკურიანის განვითარების სააგენტო, პროკრედიტ ბანკი 44 მოხალისით, FinBureau 77 მოხალისით, ამერიკის სავაჭრო პალატა, Keep Georgia Tidy, ბაკურიანის სკოლა და ანდეზიტის სკოლა.
„დასუფთავების შედეგები კი ასეთია: შევაგროვეთ 52, 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გამოკლებით, როგორიცაა ლითონის და ხის გისოსები და ასევე 400 - მდე მანქანისა და სატვირთო მანქანის საბურავი. ღონისძიების ინსპირაცია და ორგანიზების დიდი ნაწილი კოორდინირებული იყო ბაკურიანში მცხოვრები ავსტრალიელი ბრეტ ლუბენის მიერ.
გაიგე მეტი
30 ივლისს, ბახმარო დავალაგეთ ჩვენს ერთგულ მოხალისეებთან ერთად გორიდან.
დასუფთავდა ბახმაროს ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია.
ბახმაროს დალაგების სპონსორი : Wondernet Express Investment Group
გაიგე მეტი
2023 წლის 15–16 ივლისს კურორტ გუდაურში უკვე მეორედ ჩავატარეთ დალაგების მინი ფესტივალი: „გუდაურის დალაგების დღეები“, სადაც 200-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო გორიდან და თბილისიდან. ადგილზე შემოგვიერთდნენ მოთხილამურეები.
ფესტივალის ფარგლებში შედგა სადაგის მრჩეველი წევრის მწერალ, დავით ტურაშვილის წიგნის წარდგენა და მუსიკალური საღამო The Jetbird - თან ერთად.
შეგროვდა 55 000-მდე ლიტრი საყოფაცხოვრებლო ნარჩენი.
M.T.A GUDAURI-ის დახმარებით შევძელით შეგროვილი ნარჩენის გუდურიდან ნაგავსაყრელზე გადატანა.
ფესტივალის მხარდამჭერები :
ფესტივალს უმასპინძლა ორმა კაფემ მთვრალმა ალუბალმა და ვიტამინ-მა.
Georgian Mountain Resorts Business Association, M.T.A Gudauri, Marco Polo, Hotel Gudauri, Best Western, Good Host, Gudauri Inn, GSF - Georgian Ski Federation, Ski Gudauri, Quadrum Ski and Yoga Resort, Youth Center New Generation, Tene - ტენე
გაიგე მეტი
ჩვენი გეგმები
ჩვენი გეგმასადაგის გეგმები მრავალფეროვანია. ჩვენი ყველა ჩანაფიქრის
უპირველესი მიზანია, რომ მეტ ადამიანს აღმოვაჩენინოთ საკუთარი
შესაძლებლობები გარემოს არ დანაგვიანების და დალაგების
განხორციელებაში. ერთ დღეს, ყველა ჩვენი თანამემამულე დაინახავს...
"საქართველო არის ჩვენი სახლი და როგორც საკუთარ სახლში არ დავაგდებდით ნაგავს, ასევე ჩვენი ტყეები, სანაპიროები და ქალაქებიც არ უნდა დავანაგვიანოთ"ნინუცა გაბისონია
მადლობა!
ჩვენი მისია
გარემოზე მზრუნველი თითოეული ადამიანი გავხადოთ ჩვენი ეკოსისტემის თანამონაწილე, მუდმივად გავაფართოვოთ ჩვენი ერთობა და მეტ ადამიანს აღმოვაჩენინოთ საკუთარი შესაძლებლობა გარემოს დაცვის და ქვეყნის მოვლის საქმეში.
რომ სადაგი, შეძლებს ყველა ადამინი გააერთიანოს, ქვეყნის დალაგების საქმეში.
დავარწმუნოთ თანამოქალაქეები, რომ საკუთარი ქვეყნის და მისი ბუნების მოვლა, გაფრთხილება საკუთარი სახლის მოვლასა და გაფრთხილებას ნიშნავს. ამ საქმეში კი ერთი ქმედება, ერთი შეცვლილი ჩვევაც ღირებულია.
გარემოზე მზრუნველი თითოეული ადამიანი გავხადოთ ჩვენი ეკოსისტემის თანამონაწილე, მუდმივად გავაფართოვოთ ჩვენი ერთობა და მეტ ადამიანს აღმოვაჩენინოთ საკუთარი შესაძლებლობა გარემოს დაცვის და ქვეყნის მოვლის საქმეში.
რომ სადაგი, შეძლებს ყველა ადამინი გააერთიანოს, ქვეყნის დალაგების საქმეში.
დავარწმუნოთ თანამოქალაქეები, რომ საკუთარი ქვეყნის და მისი ბუნების მოვლა, გაფრთხილება საკუთარი სახლის მოვლასა და გაფრთხილებას ნიშნავს. ამ საქმეში კი ერთი ქმედება, ერთი შეცვლილი ჩვევაც ღირებულია.
საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გავხდეთ მოტივაცია და ყველა მსურველი ჩავრთოთ ქვეყნის დალაგების საქმეში.
კონკურსებით, სახალისო თამაშებით, ჩვევა-მეგობრული დიზაინის გამოყნებით სახალისო, გადამდები გავხადოთ ქვეყნის დალაგების პროცესი.